01 ნოემბერი 2026, 12:05
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაროკოს მუსიკის მე-12 ფესტივალი გაიხსნა
კულტურა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაროკოს მუსიკის მე-12 ფესტივალი გაიხსნა. კონცერტში მონაწილეობს ვირტუოზი სოპრანისტი მაიან ლიხტი, რომელმაც გასულ წელს ქართველი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
საღამოს მუსიკალური პროგრამა ვივალდის, მონტევერდის, პერსელის, ჰენდელისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აერთიანებს.





