„ერისიონმა“ მაყურებელს შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“ წარუდგინა
კულტურა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ერთ კონცერტად ქცეული საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალური და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა - 140-წლიანი ისტორიის მქონე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ მაყურებელს შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“ წარუდგინა.
თბილისის სპორტის სასახლეში წარმოდგენილი ორსაათიანი საკონცერტო შოუ ქართული სიმღერისა და ცეკვის უნიკალურ ნიმუშებს, ახალ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს აერთიანებდა. სცენაზე მომღერალმა და მოცეკვავე მსახიობებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს სხვადასხვა კუთხის, ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები.
ერისიონის განახლებული შოუ პროგრამა „ქართული საგანძური“ სწორედ ამ ტრადიციისა და შემოქმედებითი განახლების, უწყვეტ გაგრძელებას წარმოადგენს.




