17 ოქტომბერი 2026, 17:50
„მუმია: მკვდრების წიგნი“ ეკრანებზე 2027 წელს გამოვა
კულტურა

ფოტო: Universal
გაზიარება
„მუმიის“ მეოთხე ფილმის პრემიერის თარიღი ცნობილია - სურათი ეკრანებზე 2027 წლის 15 ოქტომბერს გამოვა. ცნობილია ფილმის სახელწოდებაც. მას „მუმია: მკვდრების წიგნი“ ერქმევა.
ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია. თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ ფრანშიზის ვარსკვლავები: ბრენდან ფრეიზერი, რეიჩელ ვაისი, ჯონ ჰანა, ოდედ ფერი, კევინ ჯეი ოკონორი. სიუჟეტის დეტალები ამ დრომდე უცნობია.





