ესტერ მაკგრეგორი და ემილიო საკრაია „მეოთხე ფრთაში“ მთავარ როლებს შეასრულებენ
კულტურა

ესტერ მაკგრეგორი/ემილიო საკრაია
ფოტო: Getty Images
ამერიკელი ავტორის რებეკა იაროსის „მეოთხე ფრთის“ მიხედვით გადაღებულ სერიალში მთავარ როლებს ესტერ მაკგრეგორი და ემილიო საკრაია შეასრულებენ.
ისინი ვაიოლეტ სორენგეილსა და ქსეიდენ რაიორსონის როლებს მოირგებენ. სერიალი პლატფორმაზე Prime Video გამოვა, თუმცა პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„მეოთხე ფრთა“ იაროსის სერია „ემპირეის“ პირველი ნაწილია. ფანტასტიკური რომანი მოგვითხრობს სამყაროზე, რომელშიც ადამიანები დრაკონებთან ერთად ცხოვრობენ, აკადემია „ბასგაითში“ კი მსურველები დრაკონის მხედრის პრესტიჟული წოდების მოსაპოვებლად იბრძვიან. ეს ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე რომანია.





