27 დეკემბერი 2019, 09:00
კანადაში ფილმიდან „მარტო სახლში 2“ ტრამპის მონაწილეობით სცენა ამოჭრეს
კულტურა

„მარტო სახლში 2“
ფოტო: Twitter
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში ფილმიდან „მარტო სახლში 2“ მისი მონაწილეობით გადაღებული სცენის ამოჭრას გამოეხმაურა.
პრეზიდენტმა გააზიარა Twitter-ზე ტელეარხ FOX 13-ის პოსტი, რომელშიც კანადური ტელეკომპანია CBC-ის ეთერში ტრამპის მონაწილეობით სცენის ამოჭრაზე იყო საუბარი.
„ალბათ, ჯასტინ ტრიუდოს არ მოსწონს, რომ მე ნატოს წევრობისთვის ან ვაჭრობისთვის მას ფულის გადახდას ვაიძულებ. ფილმი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო (ვხუმრობ)“, - წერს ტრამპი.
ფილმი „მარტო სახლში 2“ 1992 წლის ნოემბერში გამოვიდა და მასში დონალდ ტრამპი ეპიზოდურ როლს ასრულებს.





