კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვია
კულტურა

ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილესთან, მიხეილ კიკნაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვია.
მაია ბითაძემ ანსამბლის განახლებული შენობის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 30 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ანსამბლ „ერისიონის“ მასშტაბური კონცერტი „ქართული საგანძური“ გაიმართება.
მაიამ ბითაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს შერმანდი ჭკუასელს, დირექტორს,ვანო ჩხაიძესა და „ერისიონის“ წევრებს წარმატებები უსურვა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.





