17 მაისი 2021, 18:35
ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება
ჯანდაცვა

ფოტო: GettyImages
გაზიარება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება.
TWITTER POST
ამასთანავე ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებში მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია.
„პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან და იგი არ დასრულდება, სანამ ყველგან არ დასრულდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 163 084 128 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 379 534 ადამიანი გარდაიცვალა.





