07 აპრილი 2021, 10:50
ჯო ბაიდენი: იმედი მაქვს, რომ ზაფხულის დასრულებამდე ამერიკა ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის ჭარბი დოზების განაწილებას შეძლებს
ჯანდაცვა

ჯო ბაიდენი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის დასრულებამდე ამერიკა ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის ჭარბი დოზების განაწილებას შეძლებს.
„იმედი მაქვს, რომ ზაფხულის დასრულებამდე უფრო მეტ ვაქცინაზე გვექნება წვდომა და შევძლებთ ღარიბ ქვეყნებს დავეხმაროთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიის პრობლემა მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ ამერიკაში უნდა გადაიჭრას.
„ვიდრე ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და სხვა ქვეყნებში ვირუსს არ გავუმკლავდებით, უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით“, - განაცხადა მან.





