FDA: Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვკის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს
ჯანდაცვა

ფოტო: GettyImages
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვკის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
მარეგულირებლის მონაცემებით, კორონავირუსის ზომიერი და მწვავე / კრიტიკული ფორმების შემთხვევაში, Johnson & Johnson-ის ვაქცინის ეფექტურობა 66.9%-ს შეადგენს ერთჯერადი დოზით ვაქცინაციიდან, სულ მცირე, 14 დღის შემდეგ და 66.1%-ს ვაქცინაციიდან არანაკლებ 28 დღის შემდეგ.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის შეესაბამება უწყების გაიდლაინებში მითითებულ რეკომენდაციებს.
16 თებერვალს Johnson & Johnson-მა ევროპის წამლების სააგენტოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა.





