ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 20 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: REUTERS
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 535 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის 3 153 971 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 67 636 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





