ქეთევან ქარდავა
მარია ვან კერხოვი საქართველოს მოსახლეობას: თქვენ გაქვთ ცოდნა და ძალა გადაწყვეტილებების მისაღებად
ჯანდაცვა

მარია ვან კერხოვი
ფოტო: ქეთევან ქარდავა
ვაქცინები მზადდება და ხალხისთვის ეს იმედია, მაგრამ ბევრიც იმედგაცრუებულია, რადგან ვერ შევძელით ისე სწრაფად გვირაბის ბოლოს სინათლემდე მისვლა, როგორც ამის სურვილი გვქონდა, - ამის შესახებ ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან ვერხოვმა „იმედის კვირის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„თქვენი კითხვა იყო, რას ვეტყოდით ქართველ ხალხს - არ დანებდეთ. გააკეთეთ ყველაფერი საკუთარი და საყვარელი ადამიანების დასაცავად. თქვენ გაქვთ ცოდნა, სად არის ვირუსი, როგორ ვრცელდება და ძალა გადაწყვეტილებების მისაღებად. თითოეულ გადაწყვეტილებას შეუძლია რისკის შემცირება. იცოდეთ თქვენი რისკი და გადადგით ნაბიჯები მათ შესამცირებლად. გვინდა ხალხმა იგრძნოს უფლებამოსილება, რომ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. სადღესასწაულო დღეებში, ძალიან გთხოვთ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. სიკვდილიანობა ბოლო 6 კვირაში 60 %-ით გაიზარდა. მსოფლიო რისკის ქვეშ რჩება. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების დაცვა“, - განაცხადა ვან ვერხოვმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





