ირანში კორონავირუსის 7,451 შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: Reuters
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7,451 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 247 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას China.org-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,108,269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 52,196 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 812,270 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცრების პირველი შემთხვევა თებერვალში გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





