აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 110,611 შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 110,611 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,232 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 12,870,955 შემთხვევა გამოვლინდა, 263,253 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





