26 ნოემბერი 2020, 14:35
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება
ჯანდაცვა

ფოტო: თბილისის მერია
გაზიარება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება ხდება. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; ამასთან აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
ასევე ახალი წლის და შობის ღამეს მოიხსნება შეზღუდვა გადაადგილებაზე.
3 იანვრიდან შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.
დღეს საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა.





