კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 - ბათუმში, 2 - იმერეთში, ერთი კი გორში
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 - ბათუმში, 2 -იმერეთში, ერთი კი გორში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





