ევროპაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 100 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: Reuters
პირველად პანდემიის დაწყებიდან ევროპაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 100 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ევროპის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დიდ ბრიტანეთში, რუსეტში, ესპანეთსა და საფრანგეთში გამოვლინდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში დღიურად კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.
ამჟამად ევროპაზე კორონავირუსის გლობალური შემთხვევების 16%-ი მოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




