აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 92 ადამიანს გამოუვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 92 ადამიანს გამოუვლინდა, ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა, 81 კი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39 280 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 576 ადამიანი. ვირუსისგან 36 836 პაციენტი განიკურნა.
აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





