ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 44 235 შემთხვევა დადასტურდა, 984 ადამიანი კი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 984 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსის 3 761 391 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 118 649 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




