13 მაისი 2020, 11:20
აშშ-ში არ იყენებენ ვენტილაციის რუსულ აპარატებს, რომელთა გამოც მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის კლინიკებში ხანძრები გაჩნდა
ჯანდაცვა

ფოტო: Twitter
გაზიარება
აშშ-ში არ გამოუყენებიათ ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, რომლებიც ქვეყანაში აპრილის დასაწყისში რუსეთიდან გაიგზავნა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აპარატები ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის შტატების კლინიკების საწყობებში ინახებოდა, როგორც სარეზერვო აღჭურვილობა, ახლა კი მათ, სიფრთხილის გამო, აშშ-ის საგანგებო სიტუაციების სააგენტოში გადაიტანენ.
წინასწარი მონაცემებით, სწორედ ამ ფირმის აპარატების გაუმართაობამ გამოიწვია მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის კლინიკებში ხანძრები, რომელთა შედეგადაც 6 პაციენტი დაიღუპა.





