კახაბერ კუპატაძე
კახეთში 18 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ნელი ხიზანიშვილი
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
კახეთიდან აღებულმა 18 მოქალაქის ანალიზმა ლაბორატორიულად კორონავირუსი არ დაადასტურა. ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, გრძელდება როგორც საკარანტინო ზონიდან, ასევე ე.წ. ცხელების ცენტრებიდან მოქალაქეეებისგან ნიმუშების აღებდა.
რეგიონის 11 საკარანტინო ზონაში 416 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციში 3 ადამიანი რჩება, ხოლო ბოლო 24-საათში სპეციალისტების მეთვალყურეობა 7-ს მოეხსნა.
რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და კორონავირუსით დაინციფირებული ამ დრომდე არ გამოვლენილა.
საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





