აშშ-ში ზედიზედ მეორე დღე კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
ჯანდაცვა

ფოტო: AP Photo/Mary Altaffer
აშშ-ში ზედიზედ მეორე დღე კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. 8 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით 1 973 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების სულ 430 376 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 739 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 23 707 გამოჯანმრთელდა. 7 აპრილს აშშ-ში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





