აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 6 ათასს აღემატება
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 6 ათასს აღემატება. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მონაცემები.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 245 559-მდე გაიზარდა, ხოლო 6 057 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ უაიომინგი ერთადერთი შტატია, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





