პაატა იმნაძე კოლეგებს: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას
ჯანდაცვა

პაატა იმნაძე
ფოტო: IMEDI
ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ თავის კოლეგებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პაატა იმნაძის თქმით, ხელთათამანი როცა გვიკეთია, ხელს უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით.
„რა განსხვავებაა, ხელთათმნიან ხელს მივიდებთ მერე ვთქვათ სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ თუ უხელათმნოდ. კიდევ ერთხელ უნდა გავითავისოთ ეს ქცევები. კანიდან არაფერი იჭრება, ხელები იმიტომაა სახიფათო და საფრთხილო, რომ მერე ამ ხელით ჩვენ ვეხებით სახეს, სხვა ნაწილებს და ასე გადაგვაქვს ინფექცია, ამიტომ ამის გადატანა ხელთათმნიანი ხელითაც შეიძლება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





