აშშ-ში მცირეწლოვანმა კორონავირუსით გარდაცვლილი დედის ცხედრის გვერდით 16 საათი გაატარა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
მცირეწლოვანმა ბავშვმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცხედრის გვერდით 16 საათი გაატარა. ამის შესახებ ტელეკომპანია WGXA იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის გარდაცვლილი ქალი საკუთარ სახლში აღმოაჩინეს, ექსპერტიზის შემდეგ კი დადგინდა, რომ მას Covid 19 აქვს. ამასთან, სახლში ქალის 4-5 წლის შვილი იმყოფებოდა. გარდაცვლილი ექიმი მამოლოგად მუშაობდა. მისი თანამშრომლები და პაციენტები მომხდარის შესახებ გააფრთხილეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





