27-28 ოქტომბერს „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება
ეკონომიკა

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
დღეს, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ იწყება, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს გააერთიანებს. მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემაა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.
წლევანდელ სამიტში, რომელიც 27-28 ოქტომბერს გაიმართება, 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები.





