თბილისში საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ მიმდინარეობს. LIVE
ეკონომიკა

ფოტო: ვიდეოკადრი
თბილისში საერთაშორისო ღონისძიება, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ მიმდინარეობს, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა.
წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები.





