ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს
ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დანიაში, ნორვეგიასა დაშვედეთში მასშტაბური როუდშოუ მოაწყო. პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები სამივე ქვეყნის დედაქალაქებში - კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საინფორმაციო და ბიზნეს შეხვედრებში 10 ქართული და 50-მდე ადგილობრივი ტუროპერატორი მონაწილეობდნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმში ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა.
სკანდინავიის რეგიონში აქტიური მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის გათვალისწინებით.





