საქართველო ლიდერი რეგიონში - მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკა

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
საქართველო ლიდერი რეგიონში - მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხუთიდან შვიდ პროცენტამდე გაზარდა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც გადახედა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ საქართველოს მიანიჭა.
მსოფლიო ბანკი არ არის ერთადერთი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის პროგრესი გამოარჩია. თითქმის იდენტური მაჩვენებლები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ეს პროგნოზები სრულ თანხვედრაშია იმ მონაცემებთან, რაც წარმოდგენილია 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში.
ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი.





