01 აპრილი 2020, 08:45
ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ეკონომიკა

ფოტო:არქივი
გაზიარება
ჩქაროსნული ავტო-მაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს, ხაშურს 13-კილომეტრიანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
ამ დროისთვის, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე ყველაზე რთული კონსტრუქციების მშენებლობა დასრულებულია.
ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში, ახალ კვანძთან მდებარე გზას მიუერთდება.





