საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომაზე თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განიხილეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკა

ფოტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მსხვილი ინვესტიციები, ერთობლივი საწარმოების შექმნა და შუა დერეფნის პოტენციალის მაქსიმალური ათვისება - ეს საკითხები საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომაზე განიხილეს.
მხარეებმა ასევე თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრეს. თბილისი გამოდის ინიციატივით, აქტიურად ჩაერთოს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალ სატრანსპორტო მარშრუტში, ხოლო უზბეკური მხარე უკვე ახორციელებს ინვესტირებას ფოთის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში და ინტერესს გამოთქვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ.
ქვეყნები ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მილიარდ დოლარამდე გაზრდასაც გეგმავენ.
დეტალებს ნინი ჩუბინიძე გიამბობთ.





