ეუთოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
ეუთოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. განცხადების ფარგლებში მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქვეყნებმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის საქართველოში სამხედრო შეჭრიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების განგრძობადი ოკუპაციის თაობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის სრული პატივისცემის საფუძველზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას.




















