მსახიობთა ნაწილი მარჯანიშვილის, მოზარდმაყურებელთა და თუმანიშვილის სახელობის თეატრებში პროტესტის გამოსახატად მივიდნენ
მსახიობთა ნაწილი მარჯანიშვილის, მოზარდმაყურებელთა და თუმანიშვილის სახელობის თეატრებში პროტესტის გამოსახატად მივიდნენ. სამივე თეატრში ისინი შეფერხების გარეშე შევიდნენ და სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდნენ. პროტესტის მონაწილეები ითხოვდნენ თეატრების გაფიცვას და დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას. თეატრების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არ იფიცებიან, თუმცა სოლიდარობის ნიშნად, გარკვეული დროით რეპერტუარი შეჩერებულია.




















