ევროკავშირის მიერ არასამთავრობო სექტორისთვის 11 მილიარდამდე ევროს გამოყოფის ინიციატივამ სტრასბურგში მწვავე პოლემიკა გამოიწვია
ევროკავშირის მიერ არასამთავრობო სექტორისთვის 11 მილიარდამდე ევროს გამოყოფის ინიციატივამ სტრასბურგში მწვავე პოლემიკა გამოიწვია. ევროპარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მასშტაბური დაფინანსება ახალი პროგრამის ფარგლებში უნდა განაწილდეს, თუმცა გადაწყვეტილებას 206-მა დეპუტატმა წინააღმდეგობა გაუწია. მემარჯვენე ფლანგის წარმომადგენლები დებატების გარეშე დანიშნულ კენჭისყრას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ბრიუსელი ამ გზით ამერიკული ფონდების შეჩერებით გაჩენილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებასა და იდეოლოგიურად მონათესავე მედიასაშუალებების დაფინანსებას ცდილობს











