საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი გარდაიცვალა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს. მანამდე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი აბრაამის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო და რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფებოდა. საპატრიარქო სამძიმარს უცხადებს წმინდა სინოდის წევრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს.












