ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ტალღ-მტეხის მშენებლობა ხმელეთიდან ზღვაში გადავიდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ტალღ-მტეხის მშენებლობა ხმელეთიდან ზღვაში გადავიდა. მოწყობილია 430 მეტრი, რაც სამუშაოების 32 პროცენტია. უკვე შესრულებულია აუზის დაღრმავების სამუშაოების 96 პროცენტი. ორივე სამუშაოს დასრულება 2027 წლის დეკემბრისთვის იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი კომპლექსურ სატრანსპორტო სისტემას ითვალისწინებს. საქართველოს რკინიგზამ პორტის სარკინიგზო ქსელთან დასაკავშირებლად 17-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. გეგმის მიხედვით, ნავსადგური პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.










