უკან24 ნოემბერი 2026, 11:22
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ქვეყნის საგარეო კურსისა და მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ ფართო განხილვას ითხოვს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ქვეყნის საგარეო კურსისა და მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ ფართო განხილვას ითხოვს. პარტია ამის საფუძვლად ევროკავშირში განხილულ ინიციატივას ასახელებს, რომელიც, ახალი წევრებისთვის ათწლიან გამოსაცდელ პერიოდსა და ამ ხნის განმავლობაში ხმის უფლების შესაძლო შეჩერებას ითვალისწინებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ახალი წევრებისთვის განსხვავებული წესების დაწესება წევრი ქვეყნების თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
გაზიარება