შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ჰაკერების სამიზნე დანაშაულის შესახებ მონაცემთა ბაზა გახდა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქვეყნის მასშტაბით ძებნილი პირებისა და დაკავების ორდერების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად, ასევე პირების წარსულის შესამოწმებლად გამოიყენება. საგამოძიებო უწყებაში მომხდარის მოკვლევა უკვე დაიწყო















