ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერება სურს კანადას
ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერება სურს კანადას. კანადის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიძლება ჩინელ ავტო-მწარმოებლებს მიმართოს, თუ დონალდ ტრამპთან სავაჭრო მოლაპარაკება სასურველი მიმართულებით არ წარიმართება. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის წინ, კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ნებისმიერი ჩინური ინვესტიცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს კანადაში მნიშვნელოვან წარმოებას და არა უბრალოდ იმპორტირებული ნაწილების აწყობას.














