უკან13 ნოემბერი 2026, 17:52
ოფიციალური თბილისი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს
ოფიციალური თბილისი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. საქმე რუსეთთან ვაჭრობას ეხება. ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი რუსეთთან თვენახევარში დაახლოებით იმდენს ვაჭრობს რამდენსაც საქართველო მთელი წლის განმავლობაში. ორგანიზაცია „ურგევალდის“ მონაცემებით, ევროკავშირმა რუსული „იამალის“ თხევად გაზში ათ თვეში 8 მილიარდ 700 მილიონი ევრო გადაიხადა - დაახლოებით 20 პროცენტით მეტი, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში. ოქტომბერში შესყიდული გაზის 70 პროცენტი საფრანგეთზე მოდიოდა.
გაზიარება









