პრემიერ-მინისტრმა დუბლინში საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე, ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა დუბლინში საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე, ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპასთან კავშირს, ევროპული ფასეულობები, კულტურა და ტრადიციები განსაზღვრავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა ევროპელ პარტნიორებთან ისაუბროს ყველა საკითხზე, რაზეც კრიტიკა ისმის. პრემიერ-მინისტრმა კითხვა პასუხისას აღნიშნა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ამომრჩეველთა 54-მა პროცენტმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას უკავშირდებოდა. კობახიძემ ილაპარაკა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და აღნიშნა, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ევროპაში ეკონომიკასთან დაკავშირებით არსებულ უარყოფით ტენდენციებზე






