უკან05 ნოემბერი 2026, 11:07
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახ კოლეგას, ერჟან სადენოვს შეხვდა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახ კოლეგას, ერჟან სადენოვს შეხვდა. მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაძლიერება. ოფიციალურ ვიზიტში მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი მონაწილებს.
გაზიარება


