აღაიარებული დანაშაული და გათავისუფლებული მსჯავრდებულები
სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი მოვლენებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმის მთავარი ფიგურანტების დიდმა ნაწილმა წარდგენილი ბრალდება აღიარა და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის გასამართლებულმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ბრალდების მხარესთან შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა პოლიტიკური საქმიანობის დასრულების შესახებაც განაცხადა.











