სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ტრენინგ ცენტრი გახსნა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ტრენინგ ცენტრი გახსნა. ცენტრის მიზანი სტატისტიკის სფეროში ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაა. ტრენინგ ცენტრის ფარგლებში პერიოდულად ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები, რომლებიც მოიცავს საქსტატის მიერ წარმოებული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს. მათ შორის ფასებისა და ინფლაციის სტატისტიკას, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებას და საგარეო ვაჭრობას. ტრენინგები განკუთვნილი იქნება საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური წრეებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის.












