უკან02 ნოემბერი 2026, 17:28
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა მეფე ფილიპეს მთავრობის დათხოვნა შესთავაზა
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა მეფე ფილიპეს მთავრობის დათხოვნა შესთავაზა. საქმე ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემას ეხება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ბელგიის მთავრობამ, ევროკავშირის მიერ დაწესებული საბიუჯეტო შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად, 10 მილიარდი ევრო უნდა დაზოგოს. თუმცა კოალიციის ხუთი პარტია ვერ თანხმდება, რის ხარჯზე უნდა შემცირდეს დანახარჯები. თუ მეფე გადადგომას დათანხმდება, არ არის გამორიცხული ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
გაზიარება












