საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქუთაისის სპორტის სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქუთაისის სპორტის სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. დღეს შეჯიბრებაში უფროსი ასაკის კარატისტები გამოვიდნენ, ხვალ კი ტურნირში უმცროსი სპორტსმენები ჩაერთვებიან. „ოუფენ ქუთაისი“ კარატეს ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი სარეიტინგო ტურნირია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება. შეჯიბრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მიღწეული შედეგების მიხედვით საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტდება















