საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა და ოპოზიცია, რომელსაც წარდგენილი სარჩელის საპასუხოდ არგუმენტები არ აქვს
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა და ოპოზიცია, რომელსაც წარდგენილი სარჩელის საპასუხოდ არგუმენტები არ აქვს. მოსამართლეთა პლენუმმა დღეს ლელოს და გახარიას პარტიის წევრებს მოუსმინა. ორივე პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ვერ გაიგეს რა ედებათ ბრალად, ამის საპასუხოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სწორი უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გასულ კვირას არ დაკმაყოფილდა ბერდია სიჭინავას შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ.
















