უკან28 ოქტომბერი 2026, 17:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10 000 ლარი. ბრალდებული ქალს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ თანხას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზიარება









