უკან25 ოქტომბერი 2026, 11:17
აღსაყდრების შემდეგ, პატრიარქი მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს
აღსაყდრების შემდეგ, პატრიარქი მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს. შიო მესამე წირვას სხალთის ეპარქიაში, შუახევის სოფელ ხიჭაურში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს. დღეს ათასზე მეტი ადამიანი მოინათლება. რიტუალი ტაძრის ეზოში ლიტურგიის დასრულების შემდეგ დაიწყება. უწმინდესი ახლად ნათელღებულებს დალოცავს.
გაზიარება






