მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა
მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. დაწესებულებას №35 საჯარო სკოლასთან არსებული საფეხბურთო გუნდის წევრები მწვრთნელებთან ერთად ესტუმრნენ. ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს სტუმრები და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები დაუპირისპირდნენ. ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძეც დაესწრო. პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ემსახურება.
















