ფონდი „ქართუ“ გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების ბუნებაში დაბრუნების პროექტს აგრძელებს
ფონდი „ქართუ“ გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების ბუნებაში დაბრუნების პროექტს აგრძელებს. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს. ღონისძიებაში ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდი „განვითარება და გარემოს“ პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფრინველებს საჩხერეში, ფონდის დაფინანსებით მოქმედ სპეციალურ მეურნეობაში ზრდიან და ველურ ბუნებაში გასაშვებად ამზადებენ. პროექტის მიზანი იშვიათი სახეობების პოპულაციის აღდგენა და მათი გამრავლების ხელშეწყობაა















